Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მერი:“ გარანტიების გარეშე, სან სიროს დემონტაჟის საშუალებას ვერავის მივცემ“

მილანის მერმა ბეპე სალამ მილანის და ინტერის ახალი სტადიონის პროექტის შეფერხების მიზეზი დაასახელა და განაცხადა, რომ ის გუნდებისგან გარანტიას ითხოვს, რომლის მიცემაც ნერაძურის ფინანსური კრიზისის გამო ახლა არ შეუძლია.

„მე ძალიან მწყინს, როდესაც ინტერის წარმომადგენლები პროექტის შეფერხების მიზეზად მე მასახელებენ, მაგრამ ეს ასე არ არის.

„გეგმებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე მათი პროექტი ძალიან მომწონს და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად ვარ, თუმცა მე გარანტიებს ვითხოვ, რომ ორივე მხარე ფინანსურად საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი ბოლომდე მიიყვანოს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა სიტუაციაშია ინტერი და სანამ ისინი პრობლემებს არ მოაგვარებენ და ფინანსურად სტაბილურები არ გახდებიან, პრიექტზე რაიმე შეთანხმების მიღწევა წარმოუდგენელია.“