Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მერი:“ თუ ინტერი გარანტიას მომცემს, რომ 3 წელი მფლობელს არ შეიცვლის, პრობლემა არ იქნება“

მილანის მერმა ჯუზეპე სალამ ინტერის მფლობელებისგან ახალი სტადიონის პროექტის გასაგრძელებლად გარანტიები კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„თუ ინტერი გარანტიას მომცემს, რომ გუნდს მფლობელები მინიმუმ 3 სეზონი არ შეეცვლება, მე პროექტს ყველანაირად შევუწყობ ხელს, მაგრამ ახლა, როდესაც ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მე ამ პროექტს მხარს ვერ დავუჭერ, რადგან მომდევნო მფლობელებმა შესაძლოა პროექტზე უარი თქვან.“