Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მერი:“ მზად ვართ სან სიროს დემონტაჟზე უარი ვთქვათ, თუ…“

მილანში სან სიროს შესაძლო დემონტაჟის თაობაზე დაწყებულ პროტესტს ბოლო არ უჩანს და ორგანიზაციას, რომელიც მერიის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის მილანის და ინტერის ყოფილი მფლობელები თუ დირექტორები შეუერთდნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მილანის მერმა ბეპე სალამ გააკეთა.

„მე კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სან სიროს დემონტაჟს აპროტესტებენ და მეტიც, მე მზად ვარ მათთან მოლაპარაკებები გავმართო და წინადადებები მოვისმინო.

„მას შემდეგ, რაც მილანი და ინტერი ახალ სტადიონს ააშენებენ, სან სირო ყველანაირ ფუნქციას დაკარგავს. მისი შენახვა ქალაქის ბიუჯეტს წლიურად 6-7 მილიონი დაუჯდება, რაც სრულიად მიუღებელი ხარჯებია.

„თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე სან სიროს ქირაობის და მისი მოვლის სურვილს გამოთქვამს, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება.“