Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მერობის კანდიდატი:“ ახალი სან სირო აუცილებლად აშენდება“

მილანის ახლანდელი მერის ჯუზეპე სალას შემდეგ, ახალი სან სიროს პროექტს მხარი მისმა მთავარმა კონკურენტმა ლუკა ბერნანდომაც დაუჭირა.

მილანის მერობის არჩევნები შემოდგომას არის ჩანიშნული და იტალიურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თუ მასში ახლანდელი მერი ვერ გაიმარჯვებდა, მილანის და ინტერის ნამუშევარი წყალსი ჩაიყრებოდა, მაგრამ როგორც ჩანს უახლოეს მომავალში ისტორიული სტადიონის დემონტაჟი მოხდება და მის ადგილას ახალი, თანამედროვე არენა აშენდება.

„მილანში ახალი სან სიროს სტადიონი აუცილებლად აშენდება. კორონა ვირუსის შემდეგ ჩვენ საშუალო და მასშტაბური პროექტები უნდა განვაახლოთ და მათზე მუშაობა განვაგრძოთ. ეს პროექტი ქალაქის უამრავ მცხოვრებს სამუშაო ადგილს მისცემს, რაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.“