Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გუნდს ზაფხულში დატოვებს

ნიკოლა მილენკოვიჩი მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჯერ კიდევ გასული ზაფხულის შემდეგ არის. სერბი ცენტრალური მცველის კონტრაქტი ფიორენტინასთან 2022 წლის ივნისში იწურება და რამდენიმე გავლენიანმა წყარომ დაადასტურა, რომ მან ფიორენტინას შეთავაზება ახალი ხელშეკრულების შესახებ უარით გაისტუმრა და გუნდს ზაფხულში დატოვებს.

ზაფხულში მილანი ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობდა, მაგრამ ფიორენტინას მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდა ვერ მოახერხა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის ბოლოს მილენკოვიჩის კონტრაქტის ბოლო წელი დაიწყება, ფიორენტინას ფეხბურთელის ფასის დაკლება მოუწევს და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მალდინი აუცილებლად იმოქმედებს.