Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მთავარმა სკაუტმა ალვარესზე მუშაობა დაიწყო…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის მთავარმა სკაუტმა ჯეფრი მონკადამ არგენტინაში სკაუტები გააგზავნა, რომლებიც რივერ პლეიტის ფორვარდს ხულიან ალვარესს დააკვირდებიან.

21 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამიტომ მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის.

იუვენტუსის და ინტერის სკაუტები არგენტინელ ტალანტს უკვე რამდენიმე კვირაა აკვირდებიან, ახლა კი მათ სიას მილანიც შეუერთდა. ალვარესის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო გახლავთ.