Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მოლაპარაკებები კესისთან ჩიხში შევიდა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანკ კესისა და მილანს შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა და იმის შანსი, რომ კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა როსონერისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, დღითი დღე მცირდება.

მილანი კესის მიერ მოთხოვნილი 7.5-8 მილიონის გადახდაც არც აქამდე აპირებდა, მისმა არც თუ ისე წარმატებულმა სეზონის სტარტმა კი როსონერის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათი გადაწყვეტილება მართებულია და კესის გაუმჯობესებულ კონტრაქტს არ შესთავაზებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი კესის დროს მოსაფიქრებლად ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე მისცემს, შემდეგ კი მისი პოტენციური შემცვლელების ძიებას დაიწყებს და არც ის არის გამორიცხული, რომ ბორდოდან იასინ ადლი დაიბრუნოს, რომელიც გასულ ზაფხულში გაიფორმა და ფრანგულ გუნდში 1-წლიანი იჯარით დატოვა.