Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ოფისს 20 წლის ფორვარდის აგენტი ეწვია…

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, Casa Milan-ს ცოტა ხნის წინ პენარულის ურუგვაელი ფეხბურთელის აგუსტინ ალვარესის აგენტი ეწვია და მხარეებმა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 38 მატჩში მიიღ მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დი მარციოს ცნობით, ის ზაფხულში რომელიმე გრანდს შეუერთდება და მისი გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე სწორედ მილანი გახლავთ. უფურვაელ ფორვარდს პენაროლი დაახლოებით 15 მილიონად აფასებს.