Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის ოცნება – ერლინგ ჰაალანდი

გამოცემა Repubblica-ს მტკიცებით, როსონერი ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერზე ოცნებობს…

როგორც ჩანს, როსონერი იანვარში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის გაფორმებას არ აპირებს და ზაფხულში ფორვარდის პოზიციაზე სერიოზული ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის როსონერის დაახლოებით 60-70 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს, რაც ამ მომენტისთვის ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თუ როსონერი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს, გუნდი დამატებით ფინანსებს მიიღებს და ჰაალანდის ტრანსფერი არც თუ ისე წარმოუდგენელი იქნება.

ჰაალანდისთვის ბრძოლას მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული და ბარსელონა აპირებენ, მაგრამ მილანს ხელში რამდენიმე კოზირი აქვს.

პირველ რიგში ეს მინო რაიოლაა. ფეხბურთელის აგენტი, რომელსაც მალდინი – მასარას დუეტი კარგად იცნობს. რაიოლა დონარუმას, იბრაჰიმოვიჩის და რომანიოლის აგენტი გახლავთ და როსონერის ხელმძღვანელობასთან ხშირი კავშირი აქვს.

მეორე იენს პეტერ ჰაუგეა. როსონერის ახალი შენაძენი და ჰაალანდი თანამემამულეები, ნაკრებში თანაგუნდელები და კარგი მეგობრები არიან. ამასთან ერთად, ჰაალანდმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი ერთ-ერთი კუმირია და შესაძლოა ლეგენდარული შვედის გავლენამ თავისი როლი აქაც ითამაშოს.

ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე ჰაალანდის მილანში ხილვა ფინანსური თვალსაზრისით რთული წარმოსადგენია, მაგრამ თუ როსონერი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, რასთანაც გუნდის ფორმიდან გამომდინარე ძალიან ახლოს არის, ტრანსფერმა შესაძლოა რეალური სახე მიიღოს…