მილანის პირველი ტრანსფერი ახლოვდება

ფრანგული ლიონის მცველი პიერ კალულუ იტალიაში დღეს ჩავა და მილანთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

20 წლის მცველს,რომელსაც დაცვითი ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში,სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტს მოგვიანებით გააფორმებს.

მილანი ფეხბურთელს უფასოდ გაიფორმებს,თუმცა მისთვის კომპენსაციის სახით 400,000 ევროს გადახდა მოუწევს.მან მილანის გამო ესპანურ და გერმანულ გუნდებს უთხრა უარი.

ფრანგული მედიის მკტიცებით,ფეხბურთელს ესპანეთში გადასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი,თუმცა პაოლო მალდინის დამსახურებით მან როსონერი აირჩია.

Leave a Reply

Your email address will not be published.