Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის პირველი წინადადება უდინეზეს

Photo Francesco Mazzitello/LaPresse April 17, 2021 Crotone, Italy calcio Crotone vs Udinese - Italian Football Championship League A TIM 2020/2021 - Ezio Scida StadiumIn the pic: Rodrigo De Paul celebrates after gaol 1-2 PUBLICATIONxNOTxINxITAxFRAxCHN Copyright: xFrancescoxMazzitello/LaPressex

როსონერი ბოლო დღეებში უდინეზეს კაპიტნის როდრიგო დე პაულის ტრანსფერზე გააქტიურდა და იტალიური მედიის ინფორმაციით, მათ კონკრეტული წინადადებაც გაამზადეს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, როსონერი უდინეზეს 20 მილიონ ევროს და იენს პეტერ ჰაუგეს შესთავაზებს, თუმცა უდინეზე თავის კაპიტანს 40 მილიონ ევროდ აფასებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილანის ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადოს.