Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის პირველი წინადადება რეალს…

ესპანური მედიის ინფორამციით, მილანმა რეალს ისკოს ტრანსფერზე პირველი წინადადებით მიმართა.

როსონერი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს და გუნდს არაერთი ცნობილი ფეხბურთელის სახელი დაუკავშირეს, ბოლო პერიოდში კი ყველაზე ხშირად მადრიდის რეალის ესპანელი ფეხბურთელის ისკოს სახელი ისმის.

ესპანური გამოცემა Onda Cero-ს ინფორმაციით, მილანმა მადრიდის რეალს ისკოს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა.

მადრიდის რეალს ფინანსური ბალანსის შესანარჩუნებლად 90 მილიონის მიღება ესაჭიროება და ისკო გუნდიდან წამსვლელთა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლანკოსი ისკოს სანაცვლოდ 18 მილიონს ითხოვს და ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მილანის პირველ წინადადებას.