Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის პირველი წინადადება ლილს ბოტმანის ტრანსფერზე

მილანი ცენტრალური მცველის ძიებას განაგრძობს და მათი პრიორიტეტული სამიზნე ლილის ნიდერლანდელი უკანახაზელი სვენ ბოტმანია.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მილანმა ლილს პირველი წინადადებით უკვე მიმართა.

წყაროს ცნობით, როსონერი მზად არის ფეხბურთელი ფასიანი 6-თვიანი იჯარით აიყვანოს, გამოსყიდვის პერსპექტივით, რომელიც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ლონგოს თქმით, მილანის ყველაზე დიდი კონკურენტი ამ მომენტისთვის ნიუკასლია, რომელსაც გაცილებით უკეთესი ფინანსური სიტუაცია აქვს, თუმცა რა თქმა უნდა სპორტული თვალსაზრისით უპირატესობა მილანის მხარეს არის.