Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის პირველი წინადადება ბოტმანის გასაფორმებლად

მილანი სიმონ კიაერის პოტენციური შემცვლელის ძიებას განაგრძობს და უკვე საიდუმლო არ არის, რომ მათი პრიორიტეტული სამიზნე ლილის უკანახაზელი სვენ ბოტმანია.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობა 21 წლის ტალანტის ტრანსფერზე უკვე მუშაობს და მათ ფრანგულ გუნდს პირველი წინადადებითაც მიმართეს.

წყაროს ცნობით, მილანი მზად არის ბოტმანი იანვარში 6-თვიანი იჯარით გაიფორმოს, რის სანაცვლოდაც 2 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდგომში მისი 25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

როგორც ჩანს, ლილი თავის მხრივ იჯარის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მათ სურთ, რომ გამოსასყიდ პუნქტად 30 მილიონი იყოს მითითებული…