მილანის პრეზიდენტი:“ როსონერი სტადიონის აშენებას ინტერის გარეშე გეგმავს…“
მილანის პრეზიდენტის პაოლო სკარონის თქმით, თუ მათ ახალი სტადიონის აშენების უფლება სან სიროს ტერიტორიაზე ვერ მიიღეს, როსონერი პროექტს სხვა ტერიტორიაზე ინტერის გარეშე განახორციელებს.
„ჩვენ ახლა პროექტის 3 ვარიანტზე ვმუშაობთ. ერთი მათგანი სან სიროა, მეორე სესტო სან ჯოვანი, მესამე ვარიანტს კი ჯერ ვერ გაგიმხელთ, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოხერხდება თუ არა შეთანხმება. ერთი რამის თქმა შემიძლია, თუ ჩვენ ახალ პროექტს სან სიროს ტერიტორიაზე არ განვახორციელებთ, მილანი სტადიონს ინტერის გარეშე ააშენებს.
„მე გარწმუნებთ, რომ მილანს ახალი სტადიონი აუცილებლად ექნება. ჩვენ პროექტს განვახორციელებთ იქ, სადაც ამის გაკეთება ყველაზე ადრე შეგვეძლება.
„მილანი სტადიონიდან სეზონში 40 მილიონ ევროს იღებს, ასეთი მცირე შემოსავლით კი საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის არანაირი შანსი არ გვაქვს.