Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის პრიორიტეტული სამიზნე იანვარში ცნობილია

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი ზამთრის ტრანსფერის დაგეგმვას უკვე შეუდგა და მათი მთავარი სატრანსფერო სამიზნე უკვე ცნობილია.

მილანი მთელი ზაფხულის განმავლობაში შემტევი ნახევარმცველის დამატებას ცდილობდა და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ბრესტის 23 წლის ფეხბურთელის რომან ფაივრეს დამატებას ცდილობდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ როსონერი ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებული იყო, გუნდებს შორის სატრანსფერო ფასზე საერთ ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.

მილანმა საბოლოოდ კროტონედან მესიასი დაიმატა, რომელსაც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაგრამ მისი ძირითადი ამპლუა მარჯვენა გარემარბი გახლავთ და როსონერის, რომელიც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, ამ პოზიციაზე მაღალი დონის კადრი ესაჭიროება.

Calciomercato-ს ცნობით, მილანი ზამთარში ბრესტთან მოლაპარაკებებს განაახლებს და იმედი აქვს, რომ ფრანგულ გუნდთან ამჯერად მაინც მიაღწევს შეთანხმებას და ფეხბურთელს დაიმატებს.