მილანის რადარზე კოუტინიო გამოჩნდა
მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და შესაძლოა როსონერიმ იდეალური ვარიანტი იპოვნოს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა ფელიპე კოუტინიოს იჯარით გაშვებას და მისი ხელფასის დაზოგვას გეგმავს, რითიც შესაძლოა როსონერიმ ისარგებლოს და ფეხბურთელი ერთი სეზონით დაიმატოს.
ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის სერია ა-ში თამაში უცხო არ არის, ის ინტერის რიგებში 5 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და ადაპტაციისთვის ბევრი დრო არ დასჭირდება, მისი გამოცდილება კი ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს ნამდვილად დაეხმარება.
ყველაზე დიდი პრობლემა 29 წლის ბრაზილიელის ხელფასია, ის ბლაუგრანაში სეზონში 8.5 მილიონს იღებს და რთული წარმოსადგენია, რომ როსონერიმ ამ თანხის გადახდა მოისურვოს, ამიტომ კოუტინიოს მილანში გადასასვლელად ხელფასის შემცირება დასჭირდება.
ესპანურმა Sport-მა კოუტინიოს მისამართით ინტერის ინტერესზეც დაწერა და არ არის გამორიცხული, მილანურ გრანდებს მისი ტრანსფერისთვის ბრძოლა მოუწიოთ.