Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის რადარზე კრისტოფერ აიერი დაბრუნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერი სელტიკის ცენტრალურ მცველს კრისტოფერ აიერს მიუბრუნდა.

მილანი სელტიკის ცენტრალური მცველის გაფორმებას ზაფხულში ცდილობდა, თუმცა გუნდები ფეხბურთელის ფასზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერიც ჩაიშალა.

როსონერი ცენტრალური მცველის ძიებას კვლავ განაგრძობს და მოჰამედ სიმაკანის ტრანსფერზე შექმნილი გართულებების გამო, რომელმაც ტრავმა მიიღო და 2 თვე ვერ ითამაშებს, მალდინი სელტიკის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობის განახლებას გეგმავს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დიეგო ლაქსალტის სელტიკში ყოფნა, რომელიც მილანის საკუთრებაა და ბრიტანულ გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს, დამატებითი ბერკეტია იმისთვის, რომ აიერის მილანში ტრანსფერი განხორციელდეს.

ლაქსალტი სელტიკს სეზონის სტარტზე მშრალი იჯარით შეუერთდა და ნეილ ლენონის გუნდში ძირითადი თერთმეტეულის განუყოფელი წევრი გახდა, რაც იმის შანსს ზრდის, რომ სელტიკს მისი შენარჩუნება უნდა.