Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის რეკორდები გასულ სეზონში…

მილანმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და პროცესში არაერთი გამორჩეული რეკორდის დამყარება მოახერხა, რომელთა სიაც როსონერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

➤ მილანმა გასულ სეზონში 19 გასვლით მატჩში 16-ჯერ იმარჯვა, რაც სერია ა-ს აბსოლუტური რეკორდია. პიოლის გუნდმა 2006-07 წლებში ინტერის დამყარებული მაჩვენებელი გააუმჯობესა.

16 გამარჯვებით მილანი ევროპის ტოპ 5 ლიგაში ნაჩვენებ საუკეთესო შედეგებსაც გაუთანაბრდა, რომელიც მადრიდის რეალს და მანჩესტერ სიტის ეკუთვნის.

➤ მილანმა გასულ სეზონში მე-16-დან 30-ე წუთამდე ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხეს. გუნდის გატანილი გოლების საერთო რაოდენობის 15.2 პროცენტი სწორედ ამ პერიოდში მოდის. მილანმა 31-ე და 45-ე წუთებს შორის მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

➤ მილანმა გასულ სეზონში საჯარიმოს გარედან მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, რაც სერია ა-ს საუკეთესო მაჩვენებელია.

➤ მილანის გოლების 41.9 % პროცენტი სტანდარტულებს მოჰყვა და ამაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ სეზონში მხოლოდ ბენევენტოს აქვს.

➤ მილანმა მომგებიანი პოზიციიდან ქულები 26 მატჩიდან მხოლოდ 5-ჯერ დაკარგა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

➤ მილანის ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი გასულ სეზონში 24 წელი და 315 დღე გახლდათ, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე აღნიშნულ სტატისტიკაში სპეციაა, მათი ძირითადის საშუალო ასაკი 25 წელი და 224 დღე გახლავთ.

➤ ზლატან იბრაჰიმოვიჩი 39 წლის და 169 დღის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც 15-გოლიან ნიშნულს გადააბიჯა. მისმა გოლებმა გუნდს 15 ქულა მოუმატეს, რაც იბრას გარდა აქამდე მხოლოდ 4 ფეხბურთელს გაუკეთებია.

➤ ტეო ერნადნესი გახდა ერთადერთი მცველი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, რომელმაც გასულ სეზონში 2 დუბლის გაფორმება მოახერხა. ამის გარდა, ფრანგ ფეხბურთელს სერია ა-ში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი – 73 დაუგროვდა.

➤ ფრანკ კესიმ გასულ სეზონში პერსონალური რეკორდი დაამყარა და 13 გოლი გაიტანა. მისი გატანილი გოლების 100 პროცენტი მარჯვენა ფეხზე მოდის.

➤ რაფაელ ლეაოს გატანილი გოლი სასუოლოს კარში, რომელიც მან დაწყებიდან 6.7 წამის შემდეგ შეაგდო, სერია ა-ს და ტოპ 5 ლიგის ყველაზე სწრაფი გოლი გამოდგა.

➤ დავიდე კალაბრიამ გასულ სეზონში ყველაზე მეტი წარმატებული ვარდნა განახორციელა – 101.