Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის სათადარიგო სკამის საშინელი მაჩვენებელი…

მილანი მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების მხრივ ერთ-ერთი მოწინავე გუნდია, თუმცა ამ სტატისტიკაში წვლილი გუნდის სათადარიგო სკამს ნაკლებად მიუძღვის.

როსონერიმ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 118 ცვლილება განახორციელა, რაც კროტონეს, ტორინოს და უდინეზეს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თუმცა, ამდენი ცვლილების ფონზე მოედანზე შესულმა ფეხბურთელებმა მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხეს, აქედან 2 ჰაუგემ – ნაპოლის და სამპოდრიას წინააღმდეგ, ერთი კასტილეხომ, ერთიც რაფაელ ლეაომ გაიტანა.

მილანმა სერია ა-ში საერთო ჯამში 57 გოლი გაიტანა, სათადარიგო ფეხბურთელების მხრიდან კი ამ გოლების მხოლოდ 7.02 პროცენტია, რაც სხვა ტოპ გუნდებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია…