Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის სამიზნემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ბოლო კვირეებში როსონერის მადრიდის რეალის 24 წლის ფეხბურთელი დანი სებალოსი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა თავად ესპანელმა ფეხბურთელმა AS-სთან საუბრისას რეალში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

„ჩემი სურვილი მომდევნო სეზონში მადრიდის რეალის ფორმით თამაშია. რეალში გადმოსვლა არასოდეს მინანია, რადგან ყველამ იცის, რომ ბლანკოსის მაისურით თამაში მხოლოდ რჩეული ფეხბურთელების ხვედრია. მე გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი მაკავშირებს და ვფიქრობ, რომ ანჩელოტის სისტემაში თავს საუკეთესო კუთხით წარმოვაჩენ, ამიტომ მე დარჩენას და ძირითადისთვსი ბრძოლას ვაპირებ.”