Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის სამიზნეს ინტერში თამაში სურს…

იტალიური მედიის ცნობით, მილანის სატრანსფერო სამიზნე დომინიკო ბერარდი ინტერის რიგებში თამაშზე ოცნებობს და იმედი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მის გაფორმებას ნერაძური გადაწყვეტს.

მილანი მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და როსონერი ერთ-ერთ ვარიანტად სასუოლოს იტალიელ გარემარბს განიხილავდა, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, 26 წლის შემტევს ბენეამატას რიგებში თამაში სურს.

ფეხბურთელის სურვილის მიუხედავად, რთული წარმოსადგენია, რომ ინტერმა დომინიკოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს, რადგან ის სიმონე ინძაგის 3-5-2 სქემას არც თუ ისე კარგად ერგება…