Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის სამიზნე ინტერსაც მოუნდა

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის შემდეგ ბოლონიას ნახევარმცველის მატიას სვანბერგის გაფორმების სურვილი ინტერმაც გამოთქვა.

ახალგაზრდა შვედი ფეხბურთელი მიჰაილოვიჩის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და 28 მატჩში 5 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელიც ბოლონიაში მალმოდან 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, როსობლუ 20 მილიონ ევროს ითხოვს.