Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის სამიზნე კარიერას ინგლისში გააგრძელებს

მილანი გასული სეზონის დასრულების შემდეგ შემტევი ნახევარმცველის გაფორმებას ცდილობს, რომელიც გუნდში ჰაკან ჩალჰანოღლუს ჩაანაცვლებს. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ცსკა-ს ნიკოლა ვლაშიჩი იყო, თუმცა როსონერ მის გაფორმებას ვერ მოახერხებს.

რამდენიმე იტალიური და ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, 23 წლის ხორვატი ფეხბურთელი კარიერას ინგლისში, ვესტ ჰემის რიგებში გააგრძელებს.

Calciomercato-ს ცნობით, ჩაქუჩები ვლაშიჩის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატბა.