Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის სამმა ფეხბურთელმა კორონა ვირუსი დაამარცხა

მილანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯიჯო დონარუმამ, იენს პეტერ ჰაუგემ და მატეო გაბიამ კორონა ვირუსი დაამარცხეს და გუნდს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან.

„მილანი ადასტურებს, რომ კორონა ვირუსის გუშინდელი ტესტის შედეგების მიხედვით მატეო გაბიას, იენს პეტერ ჰაუგეს და ჯიჯო დონარუმას კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. სამივე მათგანი საბოლოო სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლიან და უფლება მიეცემათ, რომ სპორტულ აქტივობას დაუბრუნდნენ.“