Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის სატრანსფერო სიაში კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა

მილანი სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და იტალიურ გრანდს ბოლო კვირეებში არაერთი სახელი დაუკავშირეს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, მათ სიას პსჟ-ს სენეგალელი ცენტრალური მცველი ბადუ დიალო შეუერთდა.

დი მარციოს ინფორმაციით, როსონერის წარმომადგენლები პსჟ-სთან, რომელიც ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და მილანს იმედი აქვს, რომ მას იჯარის წესით გაიფორმებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

დიალოს დაცვის ცენტრის გარდა მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია, რაც იმის ფონზე, რომ ბალო-ტურე აფრიკის თასის გამო გუნდს დაახლოებით ერთი თვე ვერ დაეხმარება, დამატებითი ბონუსია…