Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის საშინელი მაჩვენებელი სან სიროზე…

2021 წლის დადგომის შემდეგ, მილანი საკუთარ მოედანზე გაცილებით ცუდ შედეგს აჩვენებს, ვიდრე გასვლაზე.

გუშინ როსონერიმ სან სიროზე კალიარის დამარცხება ვერ მოახერხა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, ქულები, რომლებიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაუნაღდებდა

მილანმა 2021 წელს საშინაო მატჩებში მხოლოდ ოთხჯერ, ტორინოს, ჯენოას, კროტონეს და ბენევენტოს წინააღმდეგ იმარჯვა.

საერთი ჯამში მიმდინარე სეზონში როსონერიმ გასვლაზე 18 მატჩში 15 გამარჯვება მოიპოვა, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი დამარცხდა, საერთო ჯამში გასვლით შეხვედრებში პიოლის გუნდმა 46 ქულა გამოიმუშავა.

სან სიროზე მიმდინარე სეზონში გამართულ 19 შეხვედრაში კი მილანმა მხოლოდ 8-ჯერ გაიმარჯვა, 6 ფრე ითამაშა და 5-ჯერ დამარცხდა, საბოლოო ჯამში მათი მონაგარი სან სიროზე 30 ქულაა.

მილანს სან სიროზე 19 შეხვედრაში 31 გოლი დაუგროვდა, გასვლაზე ჩატარებულ 18 მატჩში კი გუნდის ანგარიშზე 41 გოლია…