Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის საშინელი სტატისტიკა ტრავმების მხრივ…

მილანი სულ ცოტა ხანში ატლეტიკოს დაუპირისპირდება და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსების შენარჩუნებას ეცდება, თუმცა სტეფანო პიოლის ამჯერადაც სერიოზული საკადრო პრობლემები ექნება.

ტრავმების გამო სტეფანო პიოლის მაიკე მნიო, ალესანდრო პლიცარი, დავიდე კალაბრია, ფიკაიო ტომორი და ანტე რებიჩი ვერ დაეხმარებიან, რაფაელ ლეაოს მონაწილეობა მატჩში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

Calciomercato-ს გამოთვლით, სტეფანო პიოლის სრული შემადგენლობა მილანის რიგებში ჩატარებული 105 მატჩის გამო მხოლოდ ერთხელ, იუვენტუსის წინააღმდეგ ჰყავდა, როდესაც მათ იუვენტუსი 3-0 დაამარცხეს. როსონერის თითო მატჩში საშუალოდ ტრავმების გამო მინიმუმ 5 ფეხბურთელი აკლია…