Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის საშუალო ქულათა რაოდენობა 2021 წელს საგრძნობლად დაეცა

მილანმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სატურნირო ცხრილს 20 ტურის განმავლობაში ლიდერობდა კიდეც, მაგრამ გუნდის შედეგიანობა 2021 წლის დადგომის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა.

თუ ჩემპიონატის პირველ წრეში მილანი ერთ თამაშში საშუალოდ 2.26 ქულას აგროვებდა, მეორე წრეში როსონერი მნიშნელოვნად ნაკლებს – 1.76 ქულას აგროვებს.

როსონერის წინ კიდევ 6 მატჩი ელოდება და სეზონის კარგი სტარტის მიუხედავად, მათ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის სერიოზული ბრძოლა მოუწევთ.