Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის სკაუტი ბორდო – ბრესტის მატჩს დაესწრო

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის ერთ-ერთი სკაუტი ბორდო – ბრესტის მატჩს დაესწრო, რომელშიც როსონერის წარმოამდგენელი ორ ფეხბურთელს აკვირდებოდა.

ნიკოლო შირას ინფორამციით, მილანს პირველ რიგში იასინ ადლის პროგრესის ხილვა სურდა, რომელიც როსონერის საკუთრებაში სეზონის სტარტზე გადავიდა, თუმცა იტალიურმა გრანდმა ის ერთ-წლიანი იჯარით ბორდოს რიგებში დატოვა.

მეორე ფეხბურთელი კი წყაროს თქმით რომან ფაივრე იყო, რომლის გაფორმებას მილანი ზაფხულშიც ცდილობდა და ფეხბურთელთან უკვე ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა ბრესტთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და ტრანსფერიც არ განხორციელდა.