Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის უარი ჩელსის…

ბრიტანული წყაროების ინფორამციით, ჩელსის მილანის უკანახაზელის ტეო ერნანდესის დამატება სურდა და როსონერისთან მოლაპარაკებების დაწყებაც სცადა, რაზეც მწვავე უარი მიიღო.

The Guardian-ის ინფორმაციით, ჩელსი მზად იყო ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ მილანისთვის 60 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა იტალიური გრანდის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებების დაწყებაც კი არ ისურვეს.

წყაროს ცნობით, ტეო ძალიან მალე მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ჩელსის კი ალტერნატიული ვარიანტების ძებნა მოუწევს.