Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ულტიმატუმი ჟირუს…

როგორც ჩანს, მილანს ჟირუსთან მიმართებაში მოთმინება ეწურება და ვეტერან ფეხბურთელს, თავის წარმომადგენლებთან ერთად, ულტიმატუმით მიმართა.

საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის სემდეგ ყველა ელოდებოდა, რომ ჟირუს მილანში ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხურებოდა, მაგრამ ვეტერანი ფრანგი ფორვარდის შესახებ კვლავ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

MilanNews-ის ინფორმაციით, პაოლო მალდინიმ და რიკი მასარამ ჟირუს და მის აგენტებს ჩელსის დასარწმუნებლად, რომ ლურჯებმა ის გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან, დრო მიმდინარე კვირის ბოლომდე მისცეს და სურთ, რომ ჟირუმ მილანთან ერთად სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ტრანსფერზე უარს იტყვიან.

როსონერიმ 34 წლის ფორვარდთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე დიდი ხანია შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური გასამრჯელო 4 მილიონი ევრო იქნება.