Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ულტრასების მესიჯი დონარუმას…

ჯიჯო დონარუმა ხვალ მილანიდან წასვლის შემდეგ სან სიროზე იტალიის ნაკრების რიგებში პირველ მატჩს გამართავს და ჯიჯომ მატჩის წინ გაკეთებულ კომენტარში იმედი გამოთქვა, რომ ქომაგები მას თბილად დახვდნებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს როსონერის ულტრასები სხვაგვარად ფიქრობენ.

მილანში, ერთ-ერთ ხიდზე უკვე გამოჩნდა ბანერი, რომელზეც ვკითხულობთ:

„დონარუმა, შე ნაბი…, მილანში თბილად აღარასდროს მიგიღებენ.“