Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის ფეხბურთელების ფასი იზრდება

მილანი თავის დიდებულ სვლას განაგრძობს. ფიორენტინას დამარცხების შემდეგ, როსონერის უკვე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სატურნირო ცხრილს მეორე ადგილოსანთან 5-ქულიანი ჩამორჩენით ლიდერობს.

ევროპის ტოპ 5 ლიგაში ატლეტიკოს გარდა მილანზე კარგი შედეგი ერთ მატჩში აღებული საშუალო ქულების მხრივ არც ერთ გუნდს არ აქვს.

მილანის შემადგენლობის საერთო ღირებულება სეზონის სტარტზე 360 მილიონი ევრო იყო, ახლა კი მათი ფასი 475 მილიონია, რაც 115 მილიონით უფრო მეტია.

ყველაზე საგრძნობი ზრდა ფასის მიხედვით ამ ფეხბურთელებმა განიცადეს: ტეო ერნანდესის ფასი 20-დან 40 მილიონამდე გაიზარდა, დავიდე კალაბრიას ფასი, რომელიც მილანის აკადემიის აღზრდილია, ახლა 20 მილიონია, ფრანკ კესის 28-დან 40 მილიონამდე, ალექსის საელემაეკერსის 7-დან 20 მილიონამდე და ბოლოს, რაფაელ ლეაოს ფასი 28 მილიონიდან 40 მილიონამდე ავიდა.