Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის ფეხბურთელები დასვენების დღესაც ვარჯიშობენ

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანმა დღეს ფეხბურთელებს დასვენების უფლება მისცა, თუმცა მათ ეს არ ისურვეს და თავისი ინიციატივით სავარჯიშოდ მილანელოზე გამოცხადდნენ.

დღეს სამწვრთნელო ბაზაზე მხოლოდ ტრავმირებულ ფეხბურთელებს ელოდებოდნენ, რომ მათი მდგომარეობა შეეფასებინათ, თუმცა თითქმის ყველა ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ ითამაშა, ბაზაზე გამოჩნდა და სრული სამწვრთნელო სესია ჩაატარა.