Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ფეხბურთელები, რომლებიც კარში ყველაზე ხშირად ურტყამენ

MilanNews-მა იმ ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებმაც მილანის რიგებში მეტოქე კარის მიმართ გასულ 12 ტურში ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელეს.

პირველ ადგილზე საკმაოდ დიდი უპირატესობით რაფაელ ლეაო გახლავთ, რომელმაც გასულ 12 ტურში ბედი 31-ჯერ სცადა.

მეორე ადგილზე ალბათ ბევრისთვის მოულოდნელად როსონერის უკანახაზელი დავიდე კალაბრიაა, რომლის ანგარიშზეც 17 გასროლაა.

სიას ანტე რებიჩი (16), ალექსის სალმაკერსი (14), სანდრო ტონალი (13), ბრაჰიმ დიასი (12) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (12) ასრულებენ.