მილანის ფეხბურთელი ფიორენტინას მთავარი სამიზნეა

ფიორენტინა მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლუკას პაკეტას შეძენას შეეცდება.

ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის კარგი სეზონი ნამდვილად არ გამოდგა.მან სტეფანო პიოლის მილანში თავის გამოჩენა ვერ შეძლო და მილანიდან მისი წასვლის შესახებ უკვე ბევრი იწერება.

Calciomercato-ს ცნობით,პაკეტას სერია ა-ში დარჩენა და თავის გამოჩენა სურს და ფიორენტინა შესაძლოა მისთვის იდეალური ვარიანტი იყოს.მილანმა პაკეტა 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ თანხაზე ნაკლებად ფეხბურთელს არ გაყიდის,თუმცა როსონერის ფიორენტინას უკანახაზელი – ნიკოლა მილენკოვიჩი უნდა,რომელიც დაახლოებით იგივე ფასი ღირს და შესაძლოა მხარეებმა ფეხბურთელები გაცვალონ.

Leave a Reply

Your email address will not be published.