Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ფინანსური სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესდა…

ევროპული გრანდების უმეტესობა პანდემიის გამო სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისშია და მათი ვალები დღითი დღე მატულობს, თუმცა მილანის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით უკეთესად არის.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა მიმდინარე ფინანსურ წელიწადში 95 მილიონი ევრო იზარალა, რაც ერთი შეხედვით არც თუ ისე სახარბიელო შედეგია, თუმცა როსონერის ზარალი ერთი წლის წინ 195 მილიონი იყო.

სტადიონზე მაყურებლების დაბრუნების შემთხვევაში, როსონერი დაახლოებით 35-40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი გუნდს დამატებით 60-70 მილიონს მოუტანს, რასაც სპონსორების ბონუსები დაემატება და არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონში მილანი დიდი ხნის შემდეგ პირველად, ფინანსური წელი პოზიტიური შედეგით დაასრულოს…