Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ფინანსური სიტუაცია გაუმჯობესებას განაგრძობს

სათამაშო პროგრესთან ერთად, მილანის სიტუაცია ფინანსების მხრივ ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც სტატისტიკაში ნათლად აისახა.

Football Benchmark-ის ინფორმაციით, მილანმა გასულ სეზონში 269 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 16 პროცენტით არის გაზრდილი.

წყაროს ცნობით, იტალიურმა გრანდმა სტადიონიდან დაახლოებით 33 მილიონი ევრო მიიღო, რაც ბოლო 10 წლის განამვლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სატელევიზიო ტრანსლაციებიდან მილანმა  დაახლოებით 44 მილიონი ევრო გამოიმუშავა, შემოსავლის ყველაზე დიდი წილი კი UEFA-ს საპრიზო ფონდიდან მოდის, რაც გუნდის საერთო შემოსავლის დაახლოებით 49 პროცენტი გახლავთ.

გაუმჯობესებული სასპონსორო და სპორტული მიღწევების ფონზე, Football Benchmark-ი ვარაუდობს, რომ მიმდინარე სეზონში იტალიური გრანდის წლიური შემოსავალი 300 მილიონ ევროს გადააჭარბებს.