Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის შემდეგი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია…

მილანი სერია ა-ში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველაზე მეტს ხარჯავს და ჟირუ-ტურეს შემდეგ, დღეს ბრაჰიმ დიასის ტრანსფერსაც გააოფიციალურებს, თუმცა მალდინი-მასარას დუეტი ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და შემდეგი სატრანსფერო სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავთ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის მომდევნო ნაბიჯი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის გაფორმება იქნება და მილანის პრიორიტეტული სამიზნე აღნიშნულ პოზიციაზე ცსკას ნიკოლა ვლაშიჩი გახლავთ.

წყაროს ინფორამციით, მილანმა რუსულ გუნდს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით აყვანა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც როსონერი 5 მილიონს გადაიხდიდა და სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვა 20 მილიონად შეეძლებოდათ. მოსკოვური გუნდის წარმომადგენლები ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუ მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იქნება.

რამდენიმე გამოცემის მტკიცებით, მილანმა 23 წლის ფეხბურთელისგან თანხმობა უკვე მიიღო, რაც მოლაპარაკებებში ნამდვილად გამოადგება.