Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის შემდეგ, დე პაულის ტრანსფერში იუვენტუსიც ჩაერთო

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს და ატლეტიკოს როდრიგო დე პაულის ტრანსფერში იუვენტუსის სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

უდინეზეს არგენტინელი კაპიტანი გუნდს ზაფხულში დიდი ალბათობით დატოვებს და ფრიულიელების დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულებეა დაახლოები 35 მილიონი ევრო იქნება.

Tuttosport-ის ცნობით, დე პაული მაქს ალეგრის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და იუვენტუსს იმედი აქვს, რომ დე პაულის თანამემამულე და კარგი მეგობარი პაულო დიბალა ბიანკონერის ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარება.