Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის შეტევის საშინელი მაჩვენებელი…

მილანმა 2020 წლიდან მოყოლებული არაერთი რეკორდი დაამყარა, რისი მთავარი საწინდარი გუნდის შეტევაში კარგი თამაში გახდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი თითქმის ყველა შეხვედრაში ახერხებდა გოლის გატანას, თუმცა მისი ტრავმის შემდეგ ყველაფერი არც თუ ისე კარგად მიდის.

მილანის ფორვარდებმა ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს (რებიჩის გოლი რომას წინააღმდეგ), რაც ძალიან ცუდი შედეგია.

როსონერის გოლები შემტევი ნახევარმცველებისგანაც აკლია, განსაუთრებით ჩალჰანოღლუსგან, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. სალემაკერს ორი გოლი აქვს გატანილი, დიასს, კასტილეხოს და ჰაუგეს კი თითო-თითო გოლი დაუგროვდათ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რაფაელ ლეაო ცენტრალური ფორვარდის მოვალეობებს თავს ვერ ართმევს, მას იანვრის დასაწყისის შემდეგ გოლი არ გაუტანია.

პიოლი სეზონის სტარტზე იბრაჰიმოვიჩის ტრავმებთან გამკლავებას ახერხებდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო აშკარაა, რომ როსონერის შეტევაში გაძლიერება სჭირდება.