Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ცუდი ფორმა ლეაუს კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ნეგატიურად მოქმედებს…

მილანი რაფაელ ლეაუს ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, ფინანსურ სირთულეებთან ერთად, საერთო ენის გამონახვას მხარეებს შორის ტექნიკური დეტალებიც უშლის ხელს.

მილანი პორტუგალიელთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, მაგრამ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი, აგენტის საკომისიო და გამოსასყიდი პუნქტის დეტალები ჯერჯერობით გადაულახავ ბარიერებად რჩება.

La Repubblica-ს ცნობით, ამ ყველაფერს მილანის ცუდი ფორმაც დაემატა, რის გამოც სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონები, რომლებიც ნაპოლის 12 ქულით ჩამორჩებიან, სკუდეტოსთვის ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთიშნენ, რამაც შესაძლოა ლეაუს გუნდიდან წასვლისკენ უბიძგოს და ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელსაც უფრო ამბიციური პროექტი აქვს…