Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის წინადადება რომანიოლის…

დავიდე კალაბრიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ, მილანი ფრანკ კესის და ალესიო რომანიოლის ხელშეკრულებებზე მუშაობას იწყებს და იტალიური მედიის ცნობით, მილანმა გუნდის კაპიტანს პირველი წინადადებით უკვე მიმართა.

რომანიოლიმ გასული სეზონი არც თუ ისე წარმატებულად ჩაატარა და საბოლოოდ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ამიტომ მილანი მას კონტრაქტის გახანგრძლივებას 2024 წლის ზაფხულამდე სთავაზობს, თუმცა მისი წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონიდან 2.5 მილიონამდე შემცირდება…

იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელის აგენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლაა, ნაკლებად წარმოსადგენია იტალიელი უკანახაზელი ამ წინადადებას დათანხმდეს, ამიტომ მილანს ჩალჰანოღლუ-დონარუმას შემდეგ კიდევ ერთი რთული მოლაპარაკებები ელოდება.