Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის წინადადება რომანიოლის

ალესიო რომანიოლი სიმონ კიაერის ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და ახლა ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა.

პარალელურად მხარეებს შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე მიმდინარეობს და ფრანკ კესისგან განსხვავებით, საკმაოდ პროდუქტიულადაც.

რომანიოლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერიმ კაპიტანს, რომელიც ახლანდელი კონტრაქტის თანახმად სეზონში 6 მილიონს იღებს, ხელფასის განახევრება, ანუ 3 მილიონი შესთავაზა.

წყაროს ცნობით, რომანიოლის მილანში დარჩენა სურს და მზად არის როსონერის წინადადება მიიღოს, თუმცა მისი აგენტი მინო რაიოლა ბონუსების სახით კიდევ 0.5 მილიონის დამატებას ითხოვს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხა პრობლემა გახდეს.