Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის 12-მილიონიანი წინადადება მარსელს

მილანი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს და ფორვარდთან ერთად, მათი მთავარი ამოცანა სუალიჰო მეიტეს შემცვლელის დამაგება იქნება.

MilanNews-ის ინფორმაციით, ნახევარდაცვის გასაძლიერებლად როსონერის მთავარი  სამიზნე მარსელის 21 წლის ნახევარმცველი ბუბაკარ კამარა გახლავთ და როსონერიმ მის სანაცვლოდ ფრანგებს 12 მილიონი შესთავაზა.

მარსელს ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონის გამომუშავება სურს, თუმცა ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ფრანგებს ადრე თუ გვიან მოთხოვნილი თანხის შემცირება აუცილებლად მოუწევთ.