Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის 2020 წელი რიცხვებში

დღეს მილანის მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი 55 წლის გახდა და Gazzetta dello Sport-მა მილანში მისი 1-წლიანი მუშაობა შეაფასა.

მილანი ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 20 მატჩია დაუმარცხებელია, რომელთაგან 16 წერია ა-ზე მოდის. ამ 20 შეხვედრიდან დიავოლო 16-ის მოგება მოახერხა.

მილანი პირველ ადგილზეა ერთ შეხვედრაში საშუალოდ აღებული ქულებით – 2.28, მოგებული მატჩების რაოდენობით – 17, ყველაზე ცოტა გაშვებული გოლით – 23 და მშრალად შენახული კარით – 10.

ამას გარდა, მილანს პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი გააქვს და მათ 44 გოლით ატალანტასაც კი აჯობეს. მიმდინარე წელს მილანმა 25 მატჩში 57 ქულის აღება მოახერხა, შემდეგ მოდის ატალანტა – 56 ქულით და იუვენტუსი – 49 ქულით.

პიოლის მილანმა მოახერხა და გოლის გატანა ზედიზედ 24 მატჩში მოახერხა. უკეთესი შედეგი დიავოლოს მხოლოდ 47 წლის წინ ჰქონდა, მაშინ გუნდმა ზედიზედ 29 მატჩში შეძლო გოლის გატანა.