Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის 3 პრიორიტეტული სამიზნე დაცვის ხაზში

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანმა ცენტრალური დაცვის გასაძლიერებლად 3 კანდიდატი ამოარჩია და გუნდი პრიორიტეტს ერთ-ერთი მათგანის ტრანსფერზე გააკეთებს.

პირველი მათგანი, სტეფანო პიოლის მოთხოვნით, ნიკოლა მილენკოვიჩი იყო, თუმცა ფიორენტინა ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს, ამიტომ მილანი იძულებული გახდა ალტერნატიულ ვარიანტებზე გადასულიყო.

მეორე და ამჟამად ყველაზე რეალური ვარიანტი სეტ-ეტიენის 19 წლის ცენტრალური მცველი, უესლი ფოფანაა. ფრანგი ფეხბურთელი მილენკოვიჩის შემდეგ პიოლის პირველი არჩევანია და ფრანგული L’Equipe-ს მტკიცებით, როსონერიმ მის სანაცვლოდ ფრანგულ გუნდს 20 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა მისი ტრანსფერით ლესტერიც არის დაინტერესებული და წყაროს ინფორმაციით მელიები 25 მილიონიან წინადადებას ამზადებენ.

სიაში მესამე ფეხბურთელი კი ფიორენტინას კაპიტანს, ხერმან პეცელას უკავია, რომლის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონს არ ცდება და სტეფანო პიოლის მასთან ერთად უკვე ნამუშევარი აქვს, თუმცა მთავარი პრობლემა მისი ასაკია. ფეხბურთელი უკვე 29 წლის არის, მილანი კი ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძებს, რომელიც რომანიოლის გრძელვადიანი პარტნიორი გახდება…

Leave a Reply

Your email address will not be published.