Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის 6 ფეხბურთელის თამაში იუვეს წინააღმდეგ საეჭვოა

მილანი მომდევნო ტურში სან სიროზე ბენევენტოს მიიღებს, შემდეგ კი მათი მეტოქე იუვენტუსი იქნება, რომელიც როსონერის მსგავსად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ეს მატჩი შესაძლოა გადამწყვეტიც გამოდგეს.

მილანის 6 ფეხბურთელი ბენევენტოსთან მატჩში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ჰაკან ჩალჰანოღლუ, ანტე რებიჩი, ტეო ერნანდესი, ალექსის სალემაკერსი, დიოგო დალოტი და სამუ კასტილეხო ყვითლების ლიმიტის ამოწურვამდე ერთ ნაბიჯში არიან და ბენევენტოსთან მატჩში გაფრთხილების შემთხვევაში, ისინი ბიანკონერის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებენ.