Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ადლის დაბრუნებას იანვარში გეგმავს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა იასინ ადლი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიბრუნოს.

მილანმა 21 წლის ნახევარმცველი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბორდოდან, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და საფრანგეთის ჩემპიონატში იჯარის წესით კიდევ ერთი სეზონით დატოვა, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ ზამთრამდე როსონერიმ ფრანკ კესისთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, იტალიური გრანდი ახალგაზრდა ტალანტს ზამთარშივე დაიბრუნებს.

ადლიმ მიმდინარე სეზონიც საკმაოდ პროდუქტიულად დაიწყო და ლიგა 1-ის 8 მატჩში 2 ასისტის გაფორმება მოახერხა.